მშობელთა სკოლა icon

მშობელთა სკოლა

6.0 for Android
2.9 | 5,000+ 설치 수

NCDC Georgia

설명 მშობელთა სკოლა

„მშობელთა სკოლა“ წარმოდგენილია 4 ძირითადი თემატური მიმართულებით: ორსულობა, მშობიარობა, ახალშობილი და ლოგინობის ხანა.
ორსულობის მიმდინარეობა განხილულია როგორც კვირების, ასევე თვეების მიხედვით და
მოიცავს ინფორმაციას დედის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებზე და ემბრიონის ზრდა-განვითარებაზე, ასევე ორსულობის მიმდინარეობის საშიშ ნიშნებზე. აქვე გაერთიანებულია კომპონენტი ანტენატალური მეთვალყურეობა, რომელიც მოიცავს დეტალურ ინფორმაციას 8 ვიზიტის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ. აღნიშნული კომპონენტი ასევე აერთიანებს შემდეგ ინფორმაციას ცხოვრების ჯანსაღი წესის, ფიზიკური აქტივობების, ორსულთა კვების, იმუნიზაციისა და არაგადამდები და გადამდები დაავადებების შესახებ.
ახალშობილის კომპონენტი მოიცავს ინფორმაციას ახალშობილის პირველ 24 საათში სითბური ჯაჭვის დაცვის და ახალშობილის განვითრების სტადიების შესახებ.
ასევე მოწოდებულია შემდეგი ძირითადი მესიჯები:
იმუნიზაცია,
ახალშობილთა სკრინინგ პროგრამა, ახალშობილის დღის რეჟიმი, მოვლა, კვება (ბუნებრივი, ხელოვნური, დამატებითი და რეცეპტები) ძილი და ახალშობილის ტირილის მართვა. ასევე ახალშობილის გადამდები და არაგადამდები დაავადებების და ჩვილის უეცარი გარდაცვალების სინდრომის შესახებ.
მშობიარობის მიმართულებაში გაერთიანებული ინფორმაცია ფიზიოლოგიური მშობიარობისა და საკეისრო კვეთის შესახებ, ასევე საკეისრო კვეთის ჩატარების სამედიცინო ჩვენებებისა და უკუჩვენებების შესახებ.
ლოგინობის ხანა მოიცავს ინფორმაციას მშობიარობის შემდგომ დედის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების და პოსტნატალური მეთვალყურეობას შესახებ. აღნიშნულ კომპონენტში გაერთიანებულია ინფორმაცია დედის ემოციური ცვლილებების, ძუძუთი კვების უპირატესების, მშობიარობის შემდეგ წონის დაკლების, თავის მოვლის, ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებისა და სქესობრივი ცხოვრების შესახებ. ასევე მშობიარობის შემდგომი კონტრაცეპცია - კონტრაცეპციის ტიპები და უპირატესობები.
„მშობელთა სკოლაში“ წარმოდგენილია ქვეთავი მამის როლის შესახებ, როგორც ორსულობის, ასევე მშობიარობის შემდგომი პერიოდის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ თითოეულ კომპონენტში მოცემულია საშიში ნიშნების ჩამონათვალი, რომლებიც საჭიროებენ ყურადღებას და საჭიროების შემთხვევაში ექიმთან კონსულტაციას.
„მშობელთა სკოლა“ აერთიანებს ვიდეო მასალას, ფოტო გალერეას,
თემატურ ინფოგრაფიკებს, ბლოგს და ხშირად დასმულ კითხვებს.

새로운 기능 მშობელთა სკოლა 6.0

მე-6 ვერსია

정보

  • 범주:
    건강/운동
  • 현재 버전:
    6.0
  • 업데이트 날짜:
    2018-03-30
  • 크기:
    2.1MB
  • 필요한 Android 버전:
    Android 4.1 or later
  • 개발자:
    NCDC Georgia
  • ID:
    ge.ptk.ncdcapp
  • მშობელთა სკოლა
    NCDC 3.0
    2.1MB
    2018-02-22
    APK
    Picture
  • მშობელთა სკოლა
    NCDC 2.0
    2.1MB
    2018-02-08
    APK
    Picture